რიჟვაძეს სთხოვენ თურმე 300 მილიონს – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: “თბილისურ ჭორებს მოგიყვებით. ბიძინა ივანიშვილს აღმოუჩენია რომ ის აღარაა ერთადერთი მილიარდერი ქოცებში. რიჟვაძეს სთხოვენ თურმე 300 მილიონს. გუშინ ვისთანაც იყო, ის კაცია თავის დროზე ნიკა გვარამიასთან რომ მოვიდა ქოცების ამბის მოსატანად. საინტერესოა ახვლედიანმა რა უთხრა რიჟვაძეს ასეთი. ღარიბაშვილის შემდეგ ფარცხალაძის დრო დადგაო ამბობენ. ქოლცენტრების თემის “კრიშა” ყოფილა მისი ხელის […] The post რიჟვაძეს სთხოვენ თურმე 300 მილიონს – ნანუკა ჟორჟოლიანი appeared first on .

ივლ. 7, 2025 - 13:57
 0
რიჟვაძეს სთხოვენ თურმე 300 მილიონს – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

“თბილისურ ჭორებს მოგიყვებით.

ბიძინა ივანიშვილს აღმოუჩენია რომ ის აღარაა ერთადერთი მილიარდერი ქოცებში.

რიჟვაძეს სთხოვენ თურმე 300 მილიონს.

გუშინ ვისთანაც იყო, ის კაცია თავის დროზე ნიკა გვარამიასთან რომ მოვიდა ქოცების ამბის მოსატანად.

საინტერესოა ახვლედიანმა რა უთხრა რიჟვაძეს ასეთი.

ღარიბაშვილის შემდეგ ფარცხალაძის დრო დადგაო ამბობენ. ქოლცენტრების თემის “კრიშა” ყოფილა მისი ხელის ბიჭებიანად.

ჰოდა ახლა ამ ქოლვენტრების მილიარდებს ეძებენ. არ გეგონოთ რომ აქ მილიონები უნდა ეწეროს.

მ ი ლ ი ა რ დ ე ბ ს!

ზარალა ქოლცენტრებთან კავშირში არაა თურმე, მაგრამ ფარცხალაძის ფინანსური პარტნიორია (არ მგონია ამ ხალხთან ბიზნესპარტნიორობა სწორი დეფინიცია იყოს) ჰოდა ვიდრე დაკარგულ მილიარდებს მიაკვლევენ, ფაქტიურად როგორც ფარცხალაძის ფულის წყარო “პლენში” აიყვანეს.

ფარცხალაძის ხელის ბიჭის, ოჯახის წევრიც ყოლიათ “პლენში”. ამ ბიჭს, რომელიც მთელი ცხოვრება პოლიციელების ქსივების და ფრთების ქვეშ ცხოვრობდა ძველი ბიჭი რატომ ჰქვია გაუგებარია, მაგრამ ეს გვერდზე გადავდოთ,

ფარცხალაძის ხაზით ებარა თურმე ქოლები.

ჰოდა ეუბნებიან რომ ნახევარი მილიარდი აქვს მისატანი. როცა ჩამოიტანს, (ქვეყნიდან წავიდა ამ ფულის მოსაძიებლად) ოჯახის წევრს დაუბრუნებენ.

ისე რომ იცოდეთ, ამ ქალაქში ყველაფერი გვარდება, ყაჩაღობით დაწყებული, ჩხუბით და დაჭრით დამთავრებული.

გაიხსენეთ რა გავლენით იყო ფარცხალაძის ხელის ბიჭი და რა დღეშია ახლა და მიხვდებით რომ მუდმივი არაფერია.

დავუბრუნდეთ ფარცხალაძეს, თბილისში ჭორაობენ რომ მოსკოვშია და სავარაუდოდ აქ ვერ ჩამოვა რადგან მაშინ, მილიარდებს უნდა შეელიოს.

გაგრძელება იქნება.”

The post რიჟვაძეს სთხოვენ თურმე 300 მილიონს – ნანუკა ჟორჟოლიანი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow