რისკი ძალიან მაღალია - სანიოლი ესპანეთთან ქოჩორაშვილს არ ათამაშებს?
საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს ეთამაშება და ეცდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვოს

მოსალოდნელია, რომ დაზიანების გამო ვილი სანიოლმა თამაში სკამიდან ხვიჩა კვარაცხელიას დააწყებინოს, რასაც, შესაძლოა, გიორგი ქოჩორაშვილის უთამაშებლობაც დაემატოს.
საქმე ისაა, რომ ესპანეთთან ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ქოჩორაშვილი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, რის გამოც მისი ესპანეთთან დაყენების შემთხვევაში რისკი ძალიან მაღალი იქნება.
ჰოდა, შესაძლოა, რომ ასეთ დროს შანსი სარეზერვო ფეხბურთელებს მიეცეთ, მაგალითად ისეთებს, როგორებიც გაგნიძე, ლომინაძე და მექვაბიშვილი არიან.
What's Your Reaction?






