საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩში ირლანდიასთან 5:34 წააგო, მატჩის შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი ჯერ ახლა იწყებს შენების პროცესს.
თამაშის დასაწყისში ორი ლელო გავუშვით და მეტოქეს დიდი უპირატესობა მივეცით. შეცდომები დავუშვით დაცვაში და ბურთის ფლობაში. სწორედ ასეთ მატჩებში ვიზრდებით და ვეცდებით, მომავალ შეხვედრებში ეს შეცდომები გამოვასწოროთ.
ეს თამაშები მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესია. ჩიტასთან მატჩში სხვა 15 მორაგბე ითამაშებს, სამხრეთ აფრიკას კი საუკეთესო შემადგენლობას დავუპირისპირებთ. დერეფანსა და შემტევ მოლზე სამუშაო გვაქვს. დაცვაში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა გამოსასწორებელი აქაც ძალიან ბევრია, რადგანაც მეორე ხაზში ბევრი მორაგბე არ გვყავს. ქომაგების გაღიზიანება მესმის, მაგრამ მინდა, გაიგოთ, რომ ახლა გუნდის შენების პროცესი მიმდინარეობს.
- თქვა კოკერილმა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები შემდეგ შეხვედრას ტოიოტა ჩიტასთან 12 ივლისს ჩაატარებენ, 19-ში კი სამხრეთ აფრიკასთან ვითამაშებთ.