როგორ მოახერხა გოგა მემანიშვილმა თავდამსხმელები ვერ დაენახა? – პოლიცია, რომელიც მოძალადის პოვნაზე უარს გამოძიების გარეშე აცხადებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ პოლიცია 2 წუთში მივიდა. თუმცა, არ ამბობს, რატომ არ იყო პოლიცია იქ, სადაც აქცია იყო დაანონსებული. იგი ამბობს, რომ ვერ არჩევდა, ვინ იყო თავდამსხმელი, თუმცა, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს პოლიცია ოცნების შტაბიდან არ გამოუშვას ოცნების წევრები და პრაქტიკულად, […] The post როგორ მოახერხა გოგა მემანიშვილმა თავდამსხმელები ვერ დაენახა? – პოლიცია, რომელიც მოძალადის პოვნაზე უარს გამოძიების გარეშე აცხადებს appeared first on .

სექ. 9, 2025 - 00:27
 0
როგორ მოახერხა გოგა მემანიშვილმა თავდამსხმელები ვერ დაენახა? – პოლიცია, რომელიც მოძალადის პოვნაზე უარს გამოძიების გარეშე აცხადებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ პოლიცია 2 წუთში მივიდა. თუმცა, არ ამბობს, რატომ არ იყო პოლიცია იქ, სადაც აქცია იყო დაანონსებული.

იგი ამბობს, რომ ვერ არჩევდა, ვინ იყო თავდამსხმელი, თუმცა, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს პოლიცია ოცნების შტაბიდან არ გამოუშვას ოცნების წევრები და პრაქტიკულად, როგორ გადათელეს პოლიცია და მაინც გამოვიდნენ, მაინც დაესხნენ თავს აქციის მონაწილეებს.

გოგა მემანიშვილმა, ალბათ, არ იცის, რომ კადრებში ზუსტადაც კარგად ჩანს, სახეებიც და ისიც, საიდან, რომელი მხრიდან ვინ დაიწყო თავდასხმა, ან შეიძლება იცის. რომ არ იცოდეს, იმას ხომ მაინც იტყოდა, გამოძიებას დაველოდოთო? კამერების ჩანაწერებს ვნახავთო? ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასე საჯაროდ, ღიად ამბობს პოლიცია, რომ არ აპირებს მოძალადეების პოვნას და დასჯას, გამოძიებასაც კი არ აპირებს.

 

შემთხვევიდან 1 წუთში იყო ადგილზე პოლიცია. ვინ უნდა დავაკავო, აბა? თქვენ თუ რაიმე სახის მტკიცებულება გაქვთ შეგიძლიათ შესაბამის სამსახურს წარუდგინოთ და დაიწყება გამოძიება. 

მომხდარიდან რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ 2 წუთში ადგილზე იყო პოლიცია და განმუხტა ვითარება. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვი, იქ გამორჩევა ვინ ვინ იყო, ჩვენ ვერ გავარჩევდით, სამოქალაქო ტანსაცმელში იყო…

რო მოვედით ჩვენ იმის შემდეგ დარეგულირდა ვითარება. ორივე მხარეს არიან ნაცემები, შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებო. 

დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არ არის,” – განცხადა გოგა მემანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ვიდეო “გეკასა” და მდინარაძისთვის – ოცნების წევრებმა პოლიციელების კორდონი ძალით გაარღვიეს – რა სახის დალურჯებები ექნებათ პოლიციელებს დღეს?

The post როგორ მოახერხა გოგა მემანიშვილმა თავდამსხმელები ვერ დაენახა? – პოლიცია, რომელიც მოძალადის პოვნაზე უარს გამოძიების გარეშე აცხადებს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow