როდოლფო ვანოლიმ წყალტუბოს სამგურალი ოფიციალურად დატოვა

სამგურალს ვანოლი აღარ უხელმძღვანელებს

მაი. 6, 2025 - 19:57
 0
როდოლფო ვანოლიმ წყალტუბოს სამგურალი ოფიციალურად დატოვა
იტალიელმა სპეციალისტმა როდოლფო ვანოლიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამგურალის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდს ასევე გამოემშვიდობა მისი ასისტენტი დარიო ნუჰუ.

ვანოლი სამგურალს 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს 20 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა. ამ მატჩებიდან სამგურალმა 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.

კლუბი ვანოლის გაწეული სამსახურისთვის მადლობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უხდის:

მადლობას ვუხდით როდოლფო ვანოლისა და დარიო ნუჰუს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

- წერს სამგურალი, რომლის ახალი მწვრთნელის ვინაობაც სულ მალე გაირკვევა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow