რომელ ქვეყნებს აქვთ აშშ-სთან უვიზო რეჟიმი?
გუშინ, 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ უვიზო რეჟიმის პროგრამაში რუმინეთის რეიტინგი დააქვეითა. რაც ნიშნავს რომ რუმინეთი აღარ არის უვიზო რეჟიმის უახლოეს პერიოდში მომლოდინე ქვეყანა – ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ში უვიზოდ შესვლა 42 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. აშშ-ს უვიზო რჟიმი ვრცელდება EU-ს ყველა წევრ ქვეყანასთან გარდა რუმინეთისა, ბულგარეთისა […] The post რომელ ქვეყნებს აქვთ აშშ-სთან უვიზო რეჟიმი? appeared first on .

გუშინ, 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ უვიზო რეჟიმის პროგრამაში რუმინეთის რეიტინგი დააქვეითა. რაც ნიშნავს რომ რუმინეთი აღარ არის უვიზო რეჟიმის უახლოეს პერიოდში მომლოდინე ქვეყანა – ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ში უვიზოდ შესვლა 42 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. აშშ-ს უვიზო რჟიმი ვრცელდება EU-ს ყველა წევრ ქვეყანასთან გარდა რუმინეთისა, ბულგარეთისა და კვიპროსისა.
საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, უვიზო მიმოსვლა წესდება ქვეყნებთან ცხოვრების მაღალი დონისა და ორგანიზებული კრიმინალისა და ნარკოდანაშაულის ნაკლები გავრცელების შემთხვევაში. პოლიტიკურ მდგენელთან ერთად, აუცილებელია ეს ორი კრიტერიუმი.
bm.ge გთავაზობთ 2025 წლის მდგომარეობით Visa Waier პროგრამაში ჩართული ქვეყნების ჩამონათვალს და წლებს, ვის და როდიდან შეუძლია უვიზო შესვლა შტატებში:
- ავსტრალია (1996)
- ავსტრია (1991)
- ანდორა (1991)
- ახალი ზელანდია (1991)
- ბელგია (1991)
- ბრუნეი (1993)
- გაერთიანებული სამეფო (1988)
- დანია (1991)
- ესპანეთი (1991)
- ესტონეთი (2008)
- გერმანია (1989)
- იაპონია (1988)
- ირლანდია (1995)
- ისლანდია (1991)
- ისრაელი (2023)
- იტალია (1989)
- კატარი (2024)
- კორეა (2008)
- ლატვია (2008)
- ლიეტუვა (2008)
- ლიხტენშტაინი (1991)
- ლუქსემბურგი (1991)
- მალტა (2008)
- მონაკო (1991)
- ნიდერლანდები (1989)
- ნორვეგია (1991)
- პოლონეთი (2019)
- პორტუგალია (1999)
- საბერძნეთი (2010)
- სან-მარინო (1991)
- საფრანგეთი (1989)
- სინგაპური (1999)
- სლოვაკეთი (2008)
- სლოვენია (1997)
- ტაივანი (2012)
- უნგრეთი (2008)
- ფინეთი (1991)
- შვედეთი (1989)
- შვეიცარია (1989)
- ჩილე (2014)
- ჩეხეთი (2008)
- ხორვატია (2021)
1996-2002 წლებში ამ ქვეყნების სიაში იყო არგენტინაც, ხოლო 1999-2003 წლებში კი ურუგვაიც, თუმცა მიგრაციული და ორგანიზებული დანაშაულის რისკების გამო, აშშ-მა აღნიშნული უვიზო შეთანხმებები გააუქმა. (ბიემჯი)
The post რომელ ქვეყნებს აქვთ აშშ-სთან უვიზო რეჟიმი? appeared first on .
What's Your Reaction?






