რომის პაპი აირჩიეს

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ 133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაესი პონტიფექსი აირჩია.  პაპის ვინაობასა და მის მიერ აღებულ საპაპო სახელს კარდინალი პროტოდიაკონი მამბერტი უახლოეს საათში გამოაცხადებს - ცნობილი ფორმულით: HABEMUS PAPAM (ჩვენ გვყავს მამა).  გამოცხადების შემდეგ ახალი პონტიფექსი წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე წარდგება და, პირველი სიტყვის შემდეგ, წარმოთქვამს კურთხევას - URBI ET ORBI - ქალაქსა და ქვეყნიერებას.  თეთრი კვამლი ასევე გვამცნობს, რომ კანდიდატმა ხმათა ორი-მესამედის მოგროვება შეძლო. (აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ხმათა მარტივი უმრავლესობა - ნახევარზე ერთით მეტი სჭირდება). კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა და იმავე დღეს გაიმართა ერთი კენჭისყრა - კვამლი შავი იყო.  შემდეგ დღეებში ოთხი კენჭისყრა იმართება ყოველდღიურად - ორი დილით, ორი საღამოს.  დღეს, 8 მაისის დილას ორი კენჭისყრა შედგა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთდროულად დაწვეს. პაპი კონკლავმა საღამოს აირჩია - მეოთხე სესიაზე.  აღსანიშნავია, რომ პაპი ბენედიქტე და ფრანცისკე კონკლავის მეორე დღის მეოთხე და მეხუთე სესიებზე აირჩიეს. იოანე-პავლე მეორე კი მესამე დღეს, რიგით მერვე კენჭისყრაზე, აირჩიეს.  მეოცე საუკუნეში ყველაზე დიდხანს კონკლავი ხუთ დღეს, პიუს მეთერთმეტის არჩევისას გაგრძელდა

მაი. 8, 2025 - 23:27
 0
რომის პაპი აირჩიეს

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ 133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაესი პონტიფექსი აირჩია. 

პაპის ვინაობასა და მის მიერ აღებულ საპაპო სახელს კარდინალი პროტოდიაკონი მამბერტი უახლოეს საათში გამოაცხადებს - ცნობილი ფორმულით: HABEMUS PAPAM (ჩვენ გვყავს მამა). 

გამოცხადების შემდეგ ახალი პონტიფექსი წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე წარდგება და, პირველი სიტყვის შემდეგ, წარმოთქვამს კურთხევას - URBI ET ORBI - ქალაქსა და ქვეყნიერებას. 

თეთრი კვამლი ასევე გვამცნობს, რომ კანდიდატმა ხმათა ორი-მესამედის მოგროვება შეძლო. (აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ხმათა მარტივი უმრავლესობა - ნახევარზე ერთით მეტი სჭირდება).

კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა და იმავე დღეს გაიმართა ერთი კენჭისყრა - კვამლი შავი იყო. 

შემდეგ დღეებში ოთხი კენჭისყრა იმართება ყოველდღიურად - ორი დილით, ორი საღამოს. 

დღეს, 8 მაისის დილას ორი კენჭისყრა შედგა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთდროულად დაწვეს. პაპი კონკლავმა საღამოს აირჩია - მეოთხე სესიაზე. 

აღსანიშნავია, რომ პაპი ბენედიქტე და ფრანცისკე კონკლავის მეორე დღის მეოთხე და მეხუთე სესიებზე აირჩიეს. იოანე-პავლე მეორე კი მესამე დღეს, რიგით მერვე კენჭისყრაზე, აირჩიეს. 

მეოცე საუკუნეში ყველაზე დიდხანს კონკლავი ხუთ დღეს, პიუს მეთერთმეტის არჩევისას გაგრძელდა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow