რომის პაპს დღეს დაკრძალავენ

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. ათასობით ადამიანი, ასევე მსოფლიო ლიდერები დაკრძალვის ცერემონიისთვის იკრიბებიან. პაპს წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ, სადაც წირვა თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ ანდერძის მიხედვით პაპს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ და დაკრძალავენ. მანამდე ქალაქის ქუჩებში სამგლოვიარო პროცესია გაიმართება. ვატიკანის ცნობით, პაპის პატივსაცემად სამი დღის განმავლობაში წმინდა პეტრეს ბაზილიკაში 250 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და დედაქალაქის ქუჩებში წესრიგს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფს.

აპრ. 26, 2025 - 14:57
 0
რომის პაპს დღეს დაკრძალავენ

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. ათასობით ადამიანი, ასევე მსოფლიო ლიდერები დაკრძალვის ცერემონიისთვის იკრიბებიან. პაპს წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ, სადაც წირვა თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება.
წირვის დასრულების შემდეგ ანდერძის მიხედვით პაპს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ და დაკრძალავენ. მანამდე ქალაქის ქუჩებში სამგლოვიარო პროცესია გაიმართება. ვატიკანის ცნობით, პაპის პატივსაცემად სამი დღის განმავლობაში წმინდა პეტრეს ბაზილიკაში 250 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და დედაქალაქის ქუჩებში წესრიგს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow