
როსტო ზარანდიას წერილი ციხიდან „ფორმულას“

„როსტო ვარ. ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ჩემ თანამოაზრეს და ამხანაგს ერთდროულად, ერთი დღით მივუსჯიდი ერთდღიან პატიმრობას და მეორე დღეს, გარეთ გამოსულზე, ყველას გვეცოდინება, თუ რა როლი გვაქვს და რა წამსაც ველოდებით, ჩვენი შესაქმნელია.
ვერავინ იპოვიდა თავში ძალას, რომ საცოდავი კომფორტის ავტონომიური ზონები შეექმნათ. ხან ზღვაზე, ხან მთაში, პეპლების დევნაში გვეტარებინა ის დრო, რომელსაც ჩვენი დები და ძმები სატუსაღოებში ატარებენ უკვე რვა და მეტი თვეა.
ზუსტად ვიცი, როცა დრო მოვა, ყველა ერთად ვიდგებით და ეს დრო, ჩვენ უნდა „მოვიყვანოთ“. როდემდე ვაპირებთ ზუზუნს, რომ რეჟიმი გვჩაგრავს და ვისგან ველოდებით თავზე ხელის გადასმას?! რეჟიმი იმისია, რომ უნდა დაგჩაგროს და მეომარი იმისია, რომ უნდა იბრძოლოს.
ჩვენ მსხვერპლები არ ვართ – მეომრები ვართ და ცალკე თუ ვრჩებით, თვითგვემაში გავცვდებით. ამიტომ, როგორღაც ვიპოვოთ ძალა და თანამებრძოლები არ მივატოვოთ იმის იმედად, რომ ვინმე სხვა იბრძოლებს და მერე შევუერთდებითო. ყველამ თქვენი როლი იპოვეთ და ეგ ნანატრი წამიც დადგება. ეგაა სულ. მერე გავერთოთ გულდამშვიდებულები“
როსტო ზარანდია ზუგდიდელი აქტივისტია, რომელსაც რეჟიმმა ფეისბუქპოსტისთვის 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა