როცა ვარჯიშისას ტვინს ენერგია არ ჰყოფნის, ის საკუთარი თავის "შეჭმას" იწყებს — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ხანგრძლივი ვარჯიშის დროს ენერგიის ნაკლებობისას ტვინი საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გამოყენებას იწყებს. ეს მეცნიერებმა მარათონზე მორბენალი ადამიანების შესწავლის შედეგად დაადგინეს. მათი ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ მარათონის განმავლობაში ამ ორგანოში გლუკოზის დონე ზედმეტად მცირდებოდა. ამის გამო ზოგიერთი ნეირონი მიელინის მოხმარებას იწყებდა — ესაა ცხიმოვანი გარსი, რომელიც ნერვების ბოჭკოების გარშემო ყალიბდება. ...

What's Your Reaction?






