"როცა ილიამ ხელი მკრა, ეს ვიგრძენი" - პედი პიმბლეტის დამცინავი კომენტარი თოფურიაზე
"როცა ილიამ ხელი მკრა, ეს ვიგრძენი" - პედი პიმბლეტის კომენტარი თოფურიაზე

ლას ვეგასში გამართულ UFC 317-ის მთავარმა დაპირისპირებამ მსოფლიო MMA-ს ახალი ჩემპიონი შესძინა – ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველი რაუნდის შუაგულში გოლით სუფთა ნოკაუტში გაგზავნა და მსუბუქი წონის მსოფლიო ქამარი პირველად მოიპოვა.
ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ოქტაგონზე პადი პიმბლეტი ავიდა – ინგლისელი მებრძოლი, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს თოფურიას პროვოცირებას. კამერების წინ პირისპირ დგომი გამიზნულად საჯარო შოუს დაემსგავსა.
"შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ თოფურიასთან დავმარცხდები, მაგრამ მათ არაფერი იციან. ჩვენ ვერ ვიტანთ ერთმანეთს და ეს კარგად იგრძნობა. ხალხს დავუმტკიცებ, რომ ცდებიან.
"ყოველთვის პირისპირ დგომს ვამჯობინებ, ამიტომ ავედი ოქტაგონზე. როცა ილიამ ხელი მკრა, ვიგრძენი რომ სუსტია. ის ძალიან პატარაა." - თქვა ინგლისელმა მოგვიანებით.
პიმბლეტისა და თოფურიას ბრძოლა ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა დღეს გაჟღერებულმა სიტყვებმა შესაძლოა საფუძველი დაუდოს ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან დაპირისპირებას UFC-ის უახლოეს ისტორიაში.
What's Your Reaction?






