“როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი" “როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა” – გიორგი ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარს ეხმიანება და მწვავე პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად კონკრეტულ პუნქტობრივ განმარტებებს აკეთებს: “ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა – ეს არის უარი ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის […] “როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა” – გიორგი ვაშაძე პარალელი

მაი. 29, 2025 - 08:57
 0
“როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი"
“როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარს ეხმიანება და მწვავე პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად კონკრეტულ პუნქტობრივ განმარტებებს აკეთებს:

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა – ეს არის უარი ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ძალაუფლების მიტაცებაზე და ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით ქვეყანა დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის ოჯახში.

ივანიშვილმა ამ შანსზე უარი თქვა.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი და ეს გამოიწვევს:

• მეტ სანქციებს;

• მეტ იზოლაციას;

• მეტ სიღარიბეს;

• უფრო მეტი ქართველის იძულებას, დატოვოს ქვეყანა.

ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის მიზანმიმართული მტრული ნაბიჯი და ღალატი.

როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა” – გიორგი ვაშაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow