"როცა შანსი გეძლევა და არ იყენებ.." - როგორ აფასებენ ფანები საქართველოს ფარერებთან თამაშს

დაპირისპირებაში ვილი სანიოლს თითქმის არცერთი ლიდერი არ გამოუძახებია, რათა საქმეში ისეთი მოთამაშეები ენახა, რომლებსაც შანსი ნაკლებად ეძლევათ

ივნ. 6, 2025 - 11:57
 0
"როცა შანსი გეძლევა და არ იყენებ.." - როგორ აფასებენ ფანები საქართველოს ფარერებთან თამაშს
გუშინ საქართველომ ივნისის თვის პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ფარერებს 1:0 აჯობა.

აღნიშნული დაპირისპირებისთვის ვილი სანიოლს თითქმის არცერთი ლიდერი არ გამოუძახებია, რათა საქმეში ისეთი მოთამაშეები ენახა, რომლებსაც შანსი ნაკლებად ეძლევათ.

გთავაზობთ ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს, რომლებიც გუშინდელ თამაშს კრიტიკულად აფასებენ:

"როცა პრეტენზია გაქვს რატომ არ მიძახებენო და ასე უღიმღამოდ თამაშობ, არც უნდა განიხილებოდე შემადგენლობაში"

"ქეცბაიას პერიოდის ნაკრები გამახსენდა, მერე კიდევ რომელიმეს ნუ ექნება პრეტენზია გამოგვიძახონ ნაკრებშიო"

"ზოგიერთები გაჰყევით მაგ კარგ ხალხს ფარერებში, იქნებ თევზაობა მაინც ისწავლოთ"

"ხალხი რომ არ მივიდა, ეგ ცუდია, მაგრამ თან მესმის, ბევრს არავის უნდა ამ ვადაგასული ფეხბურთელების ყურება"

"წინ თურქეთია და ჩვენ ფარერებთან მესამე შემადგენლობით ვწვალობთ, ამაზე სასაცილო რა უნდა იყოს?", - წერენ გულშემატკივრები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow