რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, ლიბერალმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბიულეტენების 100%-ის შეჯამების შედეგად ნიკუშორ დანს ხმების 53,60% აქვს, ხოლო ნაციონალისტური პარტია AUR-ის ლიდერ ჯორჯე სიმიონს – 46,40%. პირველ ტურში, რომელიც 4 მაისს გაიმართა, სიმიონმა ხმების დაახლოებით 41%, დანზე თითქმის ორჯერ მეტი მიიღო. 18 მაისს […]

მაი. 19, 2025 - 07:57
 0
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო ს მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, ლიბერალმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბიულეტენების 100%-ის შეჯამების შედეგად ნიკუშორ დანს ხმების 53,60% აქვს, ხოლო ნაციონალისტური პარტია AUR-ის ლიდერ ჯორჯე სიმიონს – 46,40%.
პირველ ტურში, რომელიც 4 მაისს გაიმართა, სიმიონმა ხმების დაახლოებით 41%, დანზე თითქმის ორჯერ მეტი მიიღო.
18 მაისს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 64,72% იყო, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკუშორ დანის გამარჯვებას ადასტურებდა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 18 მაისს გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებიც, თუმცა, ჯორჯე სიმიონმა განაცხადა, რომ ამ მონაცემებს არ ენდობა და არჩევნებში მან გაიმარჯვა.
ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჯორჯე სიმიონმა დამარცხება აღიარა, ნიკუშორ დანს მიულოცა და განაცხადა, რომ ასეთი იყო რუმინელი ხალხის ნება.
რუმინეთის ახალი პრეზიდენტი, 55 წლის ნიკუშორ დანი განათლებით მათემატკოსია. 2020 წლიდან პრეზიდენტად არჩევამდე ბუქარესტის მერი იყო. დანი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow