რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საავადმყოფო, დაშავდა 5 ადამიანი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავებულია ხუთი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ოდესის ერთ-ერთი საავადმყოფო დაზიანდა, თუმცა პაციენტები არ დაშავებულან. გარდა ამისა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზა და ავტომობილები. ადგილზე, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.


რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავებულია ხუთი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ოდესის ერთ-ერთი საავადმყოფო დაზიანდა, თუმცა პაციენტები არ დაშავებულან.
გარდა ამისა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზა და ავტომობილები.
ადგილზე, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
What's Your Reaction?






