რუსებმა ცეცხლის შეწყვეტისთვის არარეალისტური პირობები წამოაყენეს – მედია
Sky News-ის ცნობით, სტამბულში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისთვის არარეალისტური პირობები წამოაყენა. სხვადასხვა მედია წერს, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, დელეგაციები პრესასთან განცხადებების გასაკეთებლად ემზადებიან. Sky News უკრაინის დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნები, რომლებიც „არარეალისტურია“ და „გაცილებით აღემატება ყველა იმ მოთხოვნას, რაც კი ოდესმე განხილულა“. წყაროს ცნობით, რუსეთის მოთხოვნებს […]


Sky News-ის ცნობით, სტამბულში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისთვის არარეალისტური პირობები წამოაყენა.
სხვადასხვა მედია წერს, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, დელეგაციები პრესასთან განცხადებების გასაკეთებლად ემზადებიან.
Sky News უკრაინის დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნები, რომლებიც „არარეალისტურია“ და „გაცილებით აღემატება ყველა იმ მოთხოვნას, რაც კი ოდესმე განხილულა“.
წყაროს ცნობით, რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიებიდან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გამოცხადდეს. საუბარია, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, რომელსაც რუსეთი ბოლომდე ვერ აკონტროლებს.
მედიის ცნობით, წყარომ უთხრა, რომ არსებობდა სხვა „მიუღებელი“ მოთხოვნებიც.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, ტყვეთა მასშტაბური გაცვლა დააანონსა, რაც გულისხმობს 1000 -1000-ზე გაცვლას.
მედიის ცნობით, სტამბოლში მყოფმა რუსებმა მოითხოვეს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებს არ დასწრებოდნენ.
2022 წლის მარტის შემდეგ პირველად, სტამბულში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გახსნა, შემდეგ კი პრესისთვის დაიხურა.
უკრაინის 12-კაციან დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის 11-კაციან დელეგაციას — ვლადიმერ მედინსკი, პუტინის თანაშემწე.
BBC-ის ოპერატორის ცნობით, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებისას ოთახში იმყოფებოდა, მხარეებს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.
What's Your Reaction?






