რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. როგორც პესკოვი ამბობს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისას ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, 25 აპრილს განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. „შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა პესკოვმა. 26 აპრილს ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“.

აპრ. 27, 2025 - 11:27
 0
რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

როგორც პესკოვი ამბობს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისას ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, 25 აპრილს განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

„შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა პესკოვმა.

26 აპრილს ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow