რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ქვეყნის ტერიტორიაზე 73 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, მათ შორის 10 მოსკოვის ოლქში
საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 73 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი – 31 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 17 – ორლოვსკში, 10 – მოსკოვის ოლქის თავზე, მათ შორის სამი დედაქალაქის მიმართულებით, 4 – ყირიმის თავზე, 3 – აზოვის ზღვის წყლებზე, ორ-ორი სმოლენსკის და ნიჟნი […]


საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 73 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი – 31 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 17 – ორლოვსკში, 10 – მოსკოვის ოლქის თავზე, მათ შორის სამი დედაქალაქის მიმართულებით, 4 – ყირიმის თავზე, 3 – აზოვის ზღვის წყლებზე, ორ-ორი სმოლენსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში, თითო-თითო ბელგოროდის, კალუგისა და ვორონეჟის ოლქების და შავი ზღვის თავზე.
What's Your Reaction?






