რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კიევის რეჟიმის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა“, – დაწერა ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამის არხზე. ნოვოროსიისკის მერის ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამასთან, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტში […]

მაი. 3, 2025 - 13:57
 0
რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ს რეჟიმის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა“, – დაწერა ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამის არხზე.
ნოვოროსიისკის მერის ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow