რუსეთმა ხარკოვი დრონებით დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქი ხარკოვი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის თანახმად, დაიბომბა ქალაქის შევჩენკოს, კიევის, ხოლოდნოგორისა და ინდუსტრიული რაიონები. დაბომბვის შედეგად ქალაქში დაზიანდა სახლები, ავტომობილები, ბარები, რესტორნები, კერძო ობიექტები, აგრეთვე ინფრასტრუქტურა. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქი ოცმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაბომბა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა […] The post რუსეთმა ხარკოვი დრონებით დაბომბა appeared first on .

მაი. 6, 2025 - 12:27
 0
რუსეთმა ხარკოვი დრონებით დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქი ხარკოვი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, დაიბომბა ქალაქის შევჩენკოს, კიევის, ხოლოდნოგორისა და ინდუსტრიული რაიონები. დაბომბვის შედეგად ქალაქში დაზიანდა სახლები, ავტომობილები, ბარები, რესტორნები, კერძო ობიექტები, აგრეთვე ინფრასტრუქტურა.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქი ოცმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაბომბა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი. ორს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

The post რუსეთმა ხარკოვი დრონებით დაბომბა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow