რუსული მედია ქეთა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს: “მესამე მშობიარობის შემდეგ სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა”
რუსული მედია აქტიურად წერს წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც არაერთი წყაროდან ვიგებთ, თოფურია საშიში დაავადების ზღვარზეა – საუბარია მასტიტზე, რაც ანთებითი პროცესით ვლინდება. მომღერალმა მედიასთან თავად ისაუბრა და განმარტა, რომ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დადგა აუცილებლობა, რომ ახალშობილის ძუძუთი კვებაზე უარი ეთქვა. ეს სიტუაცია სარძევე არხების გართულებულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. … რუსული მედია ქეთა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს: “მესამე მშობიარობის შემდეგ სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა” Read More » The post რუსული მედია ქეთა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს: “მესამე მშობიარობის შემდეგ სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა” appeared first on elNews.ge.

რუსული მედია აქტიურად წერს წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც არაერთი წყაროდან ვიგებთ, თოფურია საშიში დაავადების ზღვარზეა – საუბარია მასტიტზე, რაც ანთებითი პროცესით ვლინდება.
მომღერალმა მედიასთან თავად ისაუბრა და განმარტა, რომ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დადგა აუცილებლობა, რომ ახალშობილის ძუძუთი კვებაზე უარი ეთქვა. ეს სიტუაცია სარძევე არხების გართულებულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა იყო პრეანთებითი და ანთებითი პროცესების გართულებამდე დაიწყო მკურნალობა.
მსგავსი პრობლემა ქეთა თოფურიას მხოლოდ მესამე მშობიარობის შემდეგ დაუდგა, პირველი და მეორე შვილი კი დედის რძით იკვებებოდნენ. მასტიტის განვითარების შესახებ მომღერალს არანაირი წინასწარი სიმპტომი არ ჰქონია.
მიუხედავად საკუთარი გამოცდილებისა, თოფურია ქალებს ურჩევს, რომ არ შეეშინდეთ, თუმცა გამოიჩინონ სიფრთხილე და მიქციონ ყურადღება საკუთარი ორგანიზმის მინიშნებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სერიოზული დაავადებაა, მსოფლიოში უამრავ ქალს უწევს ამ პრობლემასთან გამკლავება და დროა, რომ მასტიტის შესახებ ქალებმა უფრო მეტი და ხმამაღლა ისაუბრონ.
რა არის მასტიტი?
მასტიტი – ეს არის სარძევე ჯირკვლის ანთება, რომელიც ყველაზე ხშირად ვითარდება ძუძუთი კვების პერიოდში, თუმცა შესაძლოა წარმოიშვას ძუძუთი კვების გარეშეც. მასტიტი, უმეტეს შემთხვევაში, გამოწვეულია ბაქტერიებით (ხშირად Staphylococcus aureus), რომლებიც ძუძუს კანის მეშვეობით აღწევენ სარძევე ჯირკვალში. დაზიანებული ძუძუ ხდება შეწითლებული, თბილი, მტკივნეული და შესაძლოა გამკვრივდეს. პაციენტს ხშირად აღენიშნება სიცხე, საერთო სისუსტე და გაციების მსგავსი სიმპტომები.
- ლაქტაციური მასტიტი – ყველაზე ხშირია ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხდება რძის დაგროვება ან ძუძუ სრულად არ იცლება
- არალაქტაციური მასტიტი – ვითარდება არამშობიარე და არამეძუძურ ქალებში, იშვიათად – კაცებშიც.
წყარო : Marao.ge
The post რუსული მედია ქეთა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს: “მესამე მშობიარობის შემდეგ სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა” appeared first on elNews.ge.
What's Your Reaction?






