სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სააპელაციომ საზღვრის კვეთაზე განაჩენი უცვლელი დატოვა
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე მიღებული განაჩენი. მისი შეფასებით, ამით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

What's Your Reaction?






