საბა ჩილაშვილმა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საბა ჩილაშვილმა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა მოჭიდავემ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს შეხვედრაში სომეხი რაზმიკ ქურდიანი დაამარცხა.
როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ჩილაშვილი ტურნირზე ტრავმით ასპარეზობდა.
What's Your Reaction?






