“საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეთანხმება არაა მიღწეული. არადა, პუტინი იგივე შეხვედრის შემდეგ, იგივე პრესკონფერენციაზე საპირისპიროს აცხადებდა. ტრამპი: ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ საკითხზე შევთანხმდით, დიდ თემებზე ჯერ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ წინსვლა გვაქვს. საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის მე ცოტა ხანში დავურეკავ NATO-ს წარმომადგენლებს, დავურეკავ  ვოლოდიმირ ზელენსკის და […] The post “საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის” – ტრამპი appeared first on .

აგვ. 16, 2025 - 04:57
 0
“საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეთანხმება არაა მიღწეული. არადა, პუტინი იგივე შეხვედრის შემდეგ, იგივე პრესკონფერენციაზე საპირისპიროს აცხადებდა.

ტრამპი:

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ საკითხზე შევთანხმდით, დიდ თემებზე ჯერ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ წინსვლა გვაქვს. საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის მე ცოტა ხანში დავურეკავ NATO-ს წარმომადგენლებს, დავურეკავ  ვოლოდიმირ ზელენსკის და მოვუყვები დღევანდელი შეხვედრის შესახებ…

პრეზიდენტ პუტინთან ყოველთვის ფანტასტიური ურთიერთობა მქონდა.. ჩვენ ბევრი რთული შეხვედრა გვქონია.

ჩვენ შევაჩერებთ კვირაში 6-დან 7 ათასამდე ადამიანის მკვლელობას და ვლადიმერ პუტინს ისევე უნდა ამის გაკეთება, როგორც მე. დიდი მადლობა ბატონო ვლადიმერ და ძალიან მალე ისევ დაგელაპარაკები და ალბათ ძალიან მალე შევხვდებით”

– “შემდეგ ჯერზე, მოსკოვში” ,- უპასუხა მას პუტინმა

“ვეთანხმები ტრამპს, უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული” – პუტინი

The post “საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის” – ტრამპი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow