საგამოძიებო კომისიის სხდომა - როინ შავაძის მკვლელობის საქმე
„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ორ საკითხს განიხილავენ. როინ შავაძის მკვლელობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეებს. დილიდან სხდომაზე კომისიის წევრების კითხვებს როინ შავაძის მეუღლემ უპასუხა. ამ წუთას კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან დაკავშირებით დავით გურგენიძეს უსმენენ. მანამდე კი, 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მეუღლემ საქმის დეტალებზე ისაუბრა. ციცინო შავაძემ გაიხსენა, როგორ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო. განაცხადა, რომ მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და მუქარა. ციცინო შავაძე ამბობს, რომ მუქარების გამო სახალხო დამცველის თანამშრომლები მას ღამეს უთენებდნენ. მისი თქმით, ნათესავებს აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მიკარებოდა შავაძის ოჯახს. ციცინო შავაძის განცხადებით, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ დღემდე მუქარები გრძელდება. ციცინო შავაძის თქმით, გაჩერებას არ აპირებს, ვიდრე დასჯილი არ იქნებიან მკვლელობის დამკვეთებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ორ საკითხს განიხილავენ. როინ შავაძის მკვლელობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეებს.
დილიდან სხდომაზე კომისიის წევრების კითხვებს როინ შავაძის მეუღლემ უპასუხა.
ამ წუთას კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან დაკავშირებით დავით გურგენიძეს უსმენენ. მანამდე კი, 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მეუღლემ საქმის დეტალებზე ისაუბრა.
ციცინო შავაძემ გაიხსენა, როგორ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო. განაცხადა, რომ მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და მუქარა. ციცინო შავაძე ამბობს, რომ მუქარების გამო სახალხო დამცველის თანამშრომლები მას ღამეს უთენებდნენ. მისი თქმით, ნათესავებს აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მიკარებოდა შავაძის ოჯახს.
ციცინო შავაძის განცხადებით, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ დღემდე მუქარები გრძელდება. ციცინო შავაძის თქმით, გაჩერებას არ აპირებს, ვიდრე დასჯილი არ იქნებიან მკვლელობის დამკვეთებიც.
What's Your Reaction?






