საგამოძიებო მოქმედებები 20 ივნისის საქმეზე
20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება ამ ღამეს დაზარალებული პირები. საგამოძიებო ექსპერიმენტში დღეს 5 ადამიანი მონაწილეობს.საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობამდე, მათ თავდაპირველად საქართველოს პროკურატურას მიმართეს, სადაც ისინი გამოიკითხნენ და აღნიშნული ჩვენებების გათვალისწინებით ახლა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობენ. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.

20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება ამ ღამეს დაზარალებული პირები.
საგამოძიებო ექსპერიმენტში დღეს 5 ადამიანი მონაწილეობს.საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობამდე, მათ თავდაპირველად საქართველოს პროკურატურას მიმართეს, სადაც ისინი გამოიკითხნენ და აღნიშნული ჩვენებების გათვალისწინებით ახლა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობენ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.
What's Your Reaction?






