საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,  საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირია დაკავებულია.  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ვიზის მიღებისა და შესაბამის ქვეყნის საელჩოში წარსადგენად, ერთ-ერთ პირს დაუმზადა და 700 აშშ დოლარად გაასაღა ტრანზაქციების თაობაზე ყალბი საბანკო ამონაწერი, ასევე, დასაქმებისა და შემოსავლის შესახებ ყალბი ცნობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

ივნ. 17, 2025 - 09:57
 0
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,  საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირია დაკავებულია. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ვიზის მიღებისა და შესაბამის ქვეყნის საელჩოში წარსადგენად, ერთ-ერთ პირს დაუმზადა და 700 აშშ დოლარად გაასაღა ტრანზაქციების თაობაზე ყალბი საბანკო ამონაწერი, ასევე, დასაქმებისა და შემოსავლის შესახებ ყალბი ცნობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow