სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში. „ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ივლ. 15, 2025 - 02:56
 0
სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

„ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow