საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩხუტუნეთის ციხეზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო არქეოლოგიური  ექსპედიცია  გრძელდება. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 14  არქეოლოგი და სტუდენტი  მონაწილეობს. პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხესიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და დანიშნულების განსაზღვრა. ამ ეტაპზე უკვე შეისწავლეს კოშკის შიდა ტერიტორია. კოშკის მიმდებარედ აღმოჩენილია რეზერვუარის, გვირაბის, თონისა და ქვევრების ნაშთები, ასევე  შუა საუკუნეებისა და ოსმალური პერიოდისთვის დამახასიათებელი არტეფაქტები. პროექტი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ის სიეტლის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ხელვაჩაურის მერიის მხარდაჭერით  ორი  წელია  ხორციელდება.

ივლ. 29, 2025 - 18:57
 0
საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩხუტუნეთის ციხეზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო არქეოლოგიური  ექსპედიცია  გრძელდება. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 14  არქეოლოგი და სტუდენტი  მონაწილეობს.

პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხესიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და დანიშნულების განსაზღვრა. ამ ეტაპზე უკვე შეისწავლეს კოშკის შიდა ტერიტორია. კოშკის მიმდებარედ აღმოჩენილია რეზერვუარის, გვირაბის, თონისა და ქვევრების ნაშთები, ასევე  შუა საუკუნეებისა და ოსმალური პერიოდისთვის დამახასიათებელი არტეფაქტები.

პროექტი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ის სიეტლის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ხელვაჩაურის მერიის მხარდაჭერით  ორი  წელია  ხორციელდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow