საერთაშორისო სავალუტო ფონდი – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა და სებ-ის საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსება პირველი მისასალმებელი ნაბიჯია, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში, რის შესახებაც ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამასთან, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სავალუტო ფონდი განმარტავს, რომ სებ-ის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის […]

ივნ. 4, 2025 - 12:57
 0
საერთაშორისო სავალუტო ფონდი – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა და სებ-ის საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსება პირველი მისასალმებელი ნაბიჯია, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში, რის შესახებაც ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამასთან, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სავალუტო ფონდი განმარტავს, რომ სებ-ის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალურ ელემენტად რჩება.
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა და სებ-ის საბჭოს ვაკანსიების შევსება პირველი მისასალმებელი ნაბიჯია. ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე: უზრუნველყოს საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა, მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა შეიზღუდოს, ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მმართველობის გადაცემის ჩარჩო) და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა კვლავ კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow