“სათამაშოა მაკა გომურის ამოთხრილი თვალი?” – წულუკიანი გახარიას

ხმაური წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, სადაც “ქართული ოცნების” წევრები შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას კითხვებს უსვამენ. გიორგი გახარია ითხოვს კომისიამ იმსჯელოს “გავრილოვი როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის შენობაში.” გახარიას სიტყვა სოზარ სუბარმა გააწყვეტინა : “ეგ არ არის თქვენი საქმე, რასაც გეკითხებით უპასუხეთ” ნუ მეჩრები დამამთავრებინე… თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და […]

აპრ. 14, 2025 - 15:27
 0
“სათამაშოა მაკა გომურის ამოთხრილი თვალი?” – წულუკიანი გახარიას

ხმაური წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, სადაც “ქართული ოცნების” წევრები შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას კითხვებს უსვამენ.
გიორგი გახარია ითხოვს კომისიამ იმსჯელოს “გავრილოვი როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის შენობაში.”
გახარიას სიტყვა სოზარ სუბარმა გააწყვეტინა : “ეგ არ არის თქვენი საქმე, რასაც გეკითხებით უპასუხეთ”
ნუ მეჩრები დამამთავრებინე… თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ, როცა მოემზადებით დამიძახეთ და მოვალ.
ქალბატონო თავმჯდომარე, სათამაშოდ მომიყვანეთ აქ?” – მიმართა წულუკიანს გახარიამ.
ამის შემდეგ წულუკიანმა გახარიას უპასუხა: “სათამაშოა მაკა გომურის ამოთხრილი თვალი?”
„ბატონო გიორგი, ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. გისვამთ კითხვებს. თქვენი ხელმძღვანელობის დროს მოხდა და გაგვეცით პასუხი“, – მიმართა წულუკიანმა შსყოფილ მინისტრს.
რამდენიმე წუთში გახარიამ კომისიას “უკეთ მომზადება ურჩია”.
ვეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, რადგან „ვბუქსაობთ“, – მიმართა შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წევრს, ალუდა ღუდუშაურს, რაზეც პასუხი ისევ თეა წულუკიანმა გასცა.
„ბატონო გიორგი, თქვენ აღარ ხართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ძალიან გთხოვთ, „ვბუქსაობთ“, არ „ვბუქსაობთ“ – აღნიშნა მან.
გახარია – წულუკიანს: თქვენ საუბრობდით 20 ივნისის შემდგომ გამოძიებაზე, წელიწადი, წელიწადნახევრის განმავლობაში, თქვენ იყავით ჩემი მოადგილე, პირველი.
წულუკიანი: ნუმერაცია არ იყო, მაგრამ ვიცეპრემიერი ვიყავი, კი.
გახარია: არ გეჩვენებათ, რომ ინტერესთა კონფლიქტი გაქვთ?

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow