სათამაშოების სექტორში მაღალბრუნვიანი მოთამაშეები არ არიან… დამკვეთები ISO სერტიფიკატებს არ ითხოვენ – “კოდალა”
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — QUIS ფარგლებში ჩატარებული ბიზნეს კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიების 75% არ ფლობს ISO/EN სერტიფიკატს, თუმცა 70% დაინტერესებულია მისი მიღებით. კვლევაში გამოყოფილია სექტორები, სადაც ხარისხის ISO სტანდარტებს კომპანიები პრაქტიკულად არ ფლობენ. ასეთია მაგალითად სათამაშოების წარმოება და ტექსტილის ინდუსტრია. სათამაშოების სოციალური საწარმო “კოდალას” დამფუძნებელი ამბობს, რომ სექტორში ISO სერტიფიკატის ფლობის დაბალი მაჩვენებლის […]


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — QUIS ფარგლებში ჩატარებული ბიზნეს კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიების 75% არ ფლობს ISO/EN სერტიფიკატს, თუმცა 70% დაინტერესებულია მისი მიღებით.
კვლევაში გამოყოფილია სექტორები, სადაც ხარისხის ISO სტანდარტებს კომპანიები პრაქტიკულად არ ფლობენ. ასეთია მაგალითად სათამაშოების წარმოება და ტექსტილის ინდუსტრია.
სათამაშოების სოციალური საწარმო “კოდალას” დამფუძნებელი ამბობს, რომ სექტორში ISO სერტიფიკატის ფლობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი სექტორის სიმცირე და ისეთი დამკვეთების ნაკლებობაა, რომლებსაც მოთხოვნა მაღალი ხარისხის პროდუქტზე ექნებათ.
“ჩვენი სექტორი არც ისე დიდია. რეალურად ახლა დგამს ნაბიჯებს და შესაბამისად, ბევრი მოთამაშეც არ არის ბაზარზე. ზოგადად, აღნიშნული პრობლემა მოთხოვნა მიწოდებიდან გამომდინარე უფრო ფიქსირდება, რადგან როცა კომპანია გადადის უფრო მაღალ ბრუნვებზე, დიდ მასშტაბზე, მას ოპერირებისთვის სჭირდება ბევრი სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის ISO პროგრამები – ამ სტანდარტებს მომხმარებელი, დამკვეთი ითხოვს. დღესდღეობით საქართველოში არ არიან ბაზარზე მოთამაშეები, რომლებსაც მსგავსი მოთხოვნის საჭიროება უდგათ, რომ თვითონ მოახდინონ პირველადი ინვესტიცია. ამ ეტაპზე ყველას, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე აქვს რესურსი, რომ ამ პროგრამების გარეშეც მართოს თავისი საწარმო.
ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ალბათ გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ სექტორში სამწუხაროდ არ არის მაღალ ბრუნვიანი მოთამაშეები, რომელთაც დამკვეთიდან გამომდინარე ეს საჭიროება აქვთ. როდესაც ეს მოთხოვნა შეიქმნება და ამის გარდაუვალობის წინაშე დადგება კომპანია, რა თქმა უნდა, ის რესურსიც ექნება, რომ ამაში თანხა ჩადოს,”- აცხადებს სათამაშოების სოციალური საწარმო “კოდალას” დამფუძნებელი კოტე სვანიძე.
What's Your Reaction?






