საიდუმლო შეხვედრა დე ლაურენტისის სახლში - რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და კონტემ

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომში რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო...

მაი. 28, 2025 - 13:27
 0
საიდუმლო შეხვედრა დე ლაურენტისის სახლში - რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და კონტემ
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომში რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტე თავის სახლში მიიწვია. მათი პირადი შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ამ დროის ფარგლებში მწვრთნელთან ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართა.

დე ლაურენტისი ცდილობდა კონტე დაერწმუნებინა მის მიერ დაგეგმილი პროექტის სერიოზულ პერსპექტივებში. მიუხედავად იმისა, რომ კონტემ თავდაპირველად წასვლა განიზრახა, ამჟამად ის გადაწყვეტილების მიღებაში ორჭოფობს და მოსაფიქრებლად 48 საათს ითხოვს. არსებული ინფორმაციით, მას არ სურს იმ გუნდის დათმობა, რომელსაც ჩემპიონობამდე გზა თავად გაუკვალა და რომლის შესაძლო ჩაბარებისთვის მასიმილიანო ალეგრი მზადყოფნას აცხადებს.

სატელევიზიო არხ RAI-ის ცნობით, ანტონიო კონტეს სამწვრთნელო შტაბის წევრებს, კლუბის დატოვება არ სურთ. კონტე გვიან ღამით ნეაპოლში დაბრუნდა, თან ახლდნენ კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და დე ლაურენტისის შვილი, ედოარდო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow