საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, რეგლამენტის მოქმედი რედაქცია საკანონმდებლო ორგანომ 2018 წელს მიიღო, რომელშიც არაერთი ცვლილება განხორციელდა. მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტი გაუმჯობესებას მოითხოვს, რის გამოც რეგლამენტის ახალი პროექტი შემუშავდა. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება რეგლამენტის დახვეწა. ერთად დაჯგუფდა ის პროცედურული ინსტრუმენტები, რომლებიც პარლამენტს გააჩნია კანონშემოქმედების, ზედამხედველობის და სხვა საქმიანობისთვის. აგრეთვე, გამოირიცხება გარკვეული დუბლირებები, რომლებიც მოქმედ რეგლამენტში არსებობდა. მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ თავებად და მუხლებად არის დაყოფილი, პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი X კარისა და XXXI თავისგან შედგება. პროექტით ზუსტდება და კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთანავე, განიმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის გამართვის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მეათე დღეს. პროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. ცვლილებები შეეხება კომიტეტის სხდომების გამართვის საკითხს, რომლის თანახმად, კომიტეტი ვალდებულია თვეში ორი სხდომის ნაცვლად ერთი სხდომა მაინც გამართოს. წარმოდგენილი პროექტი აღარ ითვალისწინებს თემატური მოკვლევის ინსტიტუტის არსებობას, რომლის ფუნქციებსაც დროებითი კომისიის და სამუშაო ჯგუფის ფორმატები შეითავსებს. რეგლამენტის ახალი რედაქციის თანახმად, პარლამენტის სხდომის გამართვის საათები იქნება 12:00−21:00. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის 21:00 საათის შემდეგ გაგრძელება განსახილველი საკითხის ამოწურვის მიზნით. რეგლამენტით განისაზღვრება პოლიტიკური დებატების გამართვის წესი. რეგლამენტის პროექტის ერთ-ერთი მუხლი ეხება საკანონმდებლო წინადადების ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო პროცესში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს. ახალი რეგულაციით, საკანონმდებლო ორგანოში შესული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ყველა წევრს გადაეცემა. მათ საკანონმდებლო წინადადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტს წარუდგინონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიეთითება. ახალი რეგლამენტის პროექტით იზრდება ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა. პროექტით განისაზღვრა, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინტერპელაცია გაიმართება პლენარული სხდომების ყოველ კვირაში.

აპრ. 15, 2025 - 20:27
 0
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, რეგლამენტის მოქმედი რედაქცია საკანონმდებლო ორგანომ 2018 წელს მიიღო, რომელშიც არაერთი ცვლილება განხორციელდა. მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტი გაუმჯობესებას მოითხოვს, რის გამოც რეგლამენტის ახალი პროექტი შემუშავდა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება რეგლამენტის დახვეწა. ერთად დაჯგუფდა ის პროცედურული ინსტრუმენტები, რომლებიც პარლამენტს გააჩნია კანონშემოქმედების, ზედამხედველობის და სხვა საქმიანობისთვის. აგრეთვე, გამოირიცხება გარკვეული დუბლირებები, რომლებიც მოქმედ რეგლამენტში არსებობდა.

მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ თავებად და მუხლებად არის დაყოფილი, პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი X კარისა და XXXI თავისგან შედგება.

პროექტით ზუსტდება და კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთანავე, განიმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის გამართვის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მეათე დღეს.

პროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

ცვლილებები შეეხება კომიტეტის სხდომების გამართვის საკითხს, რომლის თანახმად, კომიტეტი ვალდებულია თვეში ორი სხდომის ნაცვლად ერთი სხდომა მაინც გამართოს.

წარმოდგენილი პროექტი აღარ ითვალისწინებს თემატური მოკვლევის ინსტიტუტის არსებობას, რომლის ფუნქციებსაც დროებითი კომისიის და სამუშაო ჯგუფის ფორმატები შეითავსებს.

რეგლამენტის ახალი რედაქციის თანახმად, პარლამენტის სხდომის გამართვის საათები იქნება 12:00−21:00. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის 21:00 საათის შემდეგ გაგრძელება განსახილველი საკითხის ამოწურვის მიზნით.

რეგლამენტით განისაზღვრება პოლიტიკური დებატების გამართვის წესი.

რეგლამენტის პროექტის ერთ-ერთი მუხლი ეხება საკანონმდებლო წინადადების ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო პროცესში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს.

ახალი რეგულაციით, საკანონმდებლო ორგანოში შესული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ყველა წევრს გადაეცემა. მათ საკანონმდებლო წინადადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტს წარუდგინონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიეთითება.

ახალი რეგლამენტის პროექტით იზრდება ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა. პროექტით განისაზღვრა, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინტერპელაცია გაიმართება პლენარული სხდომების ყოველ კვირაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow