საკანში შეყვანამდე ახალგაზრდა კაცი მაფურთხებს სახეში, წიხლებით მცემს და ფოტოგრაფი იღებს, შემდეგ ფოტოგრაფი რეკავს და ამბობს, გაგიჟდები, რომ ნახო, ჭიქაშვილი რა დღეშია - მერაბ ჭიქაშვილი 

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე მსახიობ მერაბ ჭიქაშვილს უსმენენ. მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ჯერ 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე, შემდეგ კი – პოლიციის სამმართველოში და რა ხდებოდა უშუალოდ საკანში გადაყვანამდე. მერაბ ჭიქაშვილმა დეტალურად გაიხსენა საკანში შეყვანის ეპიზოდი. „ვხედავ უკვე, რომ საკანთან ვარ, რა საკანია, დღემდე ვერ ვიხსენებ იმ საკანს, შემდეგ სხვა საკანში შემიყვანეს. უკვე რომ დავინახე საკანი, მესმის ხმა – ჭიქაშვილი არ შეაგდოთ „კამერაში“, ახლა მოვდივართ. მუხლებზე ვარ, ხელებშეკრული ძირს ვგდივარ. კიბეებზე ჩამოირბინა ჩვეულებრივ ფორმაში ახალგაზრდა ბიჭმა და იმ ცნობილმა ფოტოგრაფმა, მთელი აქციების განმავლობაში იყო ასეთი ფოტოგრაფი, ახალგაზრდა კაცი, შემზარავი პიროვნება, რომელიც გვიღებდა ყოველთვის ფოტოებს, ხან სახურავიდან, ხან საიდან და ეს ფოტოგრაფი კარგად ვიცოდით, რადგან ჩვენ მიმართ ის იყო ძალიან აგრესიული და მას რაღაც მასალები თუ ჰქონდა, არ ვიცი. ჩამორბის ახალგაზრდა კაცი, თავზე ნიღაბი უკეთია. მეუბნება: წამოდექი, ბიჭო, ფეხზე. მუხლებზე ვარ, წამოვიწიე. ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება: მიცანი, ბიჭო? კიდევ ერთხელ მაფურთხებს, ეს ფოტოგრაფი უღებს. მას ხელში ეჭირა „ქენონის“ ტიპის ფოტოაპარატი, რითიც ის ვიდეოებსაც იღებდა, მაშინ, ეტყობა, მობილურით არ იღებდა, მაგრამ ცალ ხელში მობილური ეჭირა ამ ფოტოგრაფს. ამ ყველაფერს იღებს, ვიცი, რომ ვიდეოს იღებს. მაფურთხებს, მეუბნება კიდევ, მიცანი, ბიჭო? ხმას არ ვიღებ, თვალებში ვუყურებ. საბოლოოდ, იწყებს ჩემს ცემას და მაგინებს, წიხლებით მცემს, უკვე დავვარდი, ვითიშები. შემდეგ ერთი პერიოდი ჩერდება და მეუბნება, ახლა ნახავ, შენ რა მოგივა. უცებ რაღაც პაუზაა და წესრიგდება, ნიღაბს იკეთებს, ალბათ ისევ უკან უნდა ავიდეს, ეს ფოტოგრაფი დგას, ვინც მიღებს, იღებს ტელეფონს და რეკავს: აუ, გაგიჟდები, ახლა რომ ნახო, ეს რა დღეშია, წვერებიანი ჭიქაშვილი, რა დღეშია, გაგიჟდები. ვისაც ელაპარაკება, აშკარად ახლობელია, მაგრამ მისი ზემდგომია.   ის იქიდან რაღაცას ეუბნება – დანარჩენები? დანარჩენებიც, მაგრამ ეს არ იცი, რა დღეშია, რას განახებ, არ იცი. შემდეგ ამბობს: აუ, ანახებ ხომ „პირველს?“ „პირველს“ ანახებ? მანდ არის „პირველი?“ ეს სიტყვა მახსოვს. კიდევ მიღებს და ასეთი გამომეტყველებით, ბინძური სახით ბოლოს ადის. აუ, ანახებ ხო? ახლა ნახეთ, რეებს განახებთ, და ეს კაცი ავიდა. შემაგდეს საკანში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, ვახო მენაბდე და ვაკო. რომ მეგონა, რომ რაღაც მორჩა, რადგან არც სასამართლოა, არაფერი არ ყოფილა, გაიყვანეს დათოც, ვახო მენაბდეც და უკვე დადგა დრო, რომ მე გამიყვანონ. ვერ ვხვდები, სად გავყავარ, გამომიყვანეს კორიდორში, სადაც ვხედავ სხვა დაკავებულ ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს, კონკრეტულად ჩვენი ორგანიზაციის წევრებს. საკნებიდან გამოჰყავთ სხვები – 400-იანები აქეთ დააყენეთ, ესენი – აქეთ და ჭიქაშვილი მანდ დატოვეთ, ცალკე მიგვყავს. დავინახე, რომ წინა საკნიდან გამოვიდა ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლის, გიორგი სიხარულიძე. შემომხედა, დამინახა, თვალი ჩამიკრა, გამამხნევა და მითხრა, გეხვეწები, გამაგრდიო. ამის გამო ეს ბიჭი ალბათ დღეს შშმ პირია, რადგან ხერხემლის და ხელის დაზიანება აქვს, ჩემ თვალწინ სცემეს სამაგალითოდ,“ – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა. როგორც მერაბ ჭიქაშვილმა აღნიშნა, მის თვალწინ სცემეს ჟურნალისტი გოგონას, შემდეგ კი იმ პოლიციელს, რომელმაც ჟურნალისტი დაიცვა. „ვუთხარი, თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს-მეთქი. მოდიან ადამიანები ნიღბებით, ჩემს თავს აძლევს და ეუბნება, შეათრიეთ სააპელაციოს ეზოში და თავში არ დაარტყათ, ბიჭო. სააპელაციოს ეზოში ბორდიურზე უკვე რამდენიმე ადამიანი იყო, სცემდნენ, და იქით წაიყვანეო. ამ წაყვანა-წაყვანაში რიგითობით პირველი დამსვეს, ამათ მომაშორეს და რომ მეგონა, თავში არ დამარტყამენ, ნიღბიანებმა ხუთივემ წიხლებით დამიწყო ცემა, პირიქით, თავში უფრო მირტყამდნენ. მირტყამენ, ვითიშები, აზრზე მოვდივარ, გვერდზე ჩემს მეგობრებს ვხედავ და ვცდილობ, ესენი არ ჩაერთონ, რადგან წამოდგა ერთი ბიჭი დასახმარებლად, სასულიერო პირია დღეს და მასაც სცემეს. მინდოდა, ეს არ მომხდარიყო, რადგან მქონდა და მაქვს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ პატარები იყვნენ, ახალგაზრდა ბავშვები იყვნენ. როგორია, რომ უყურებ, როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც, იციან, რომ ჟურნალისტია და როგორც სცემეს შემდეგ იმ პოლიციელს, ვინც ამ ჟურნალისტ გოგონას გადაეფარა, რომ შეიყვანა ე.წ. ჯიხურში?! სცემეს პოლიციელს – ბიჭო, რას აკეთებ შენ?! რას აკეთებ, დაიცავი გოგო?! და ეს გოგონა არის ანა გოჩაშვილი, რომელსაც მინდა, მადლობა ვუთხრა, რომ მაშინ იყო ჩვენთან ერთად და აშუქებდა“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა. მან გაიხსენა ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და აღნიშნა, რომ სამი დღე საკანში წყალი არ მიეწოდებოდა. როგორც ჭიქაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს და იქიდან უნდა უხდიდეს მკურნალობის ფულს იმ პატიმრებს, რომლებსაც მისი მმართველობის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა მოუწიათ.

ივნ. 16, 2025 - 17:27
 0
საკანში შეყვანამდე ახალგაზრდა კაცი მაფურთხებს სახეში, წიხლებით მცემს და ფოტოგრაფი იღებს, შემდეგ ფოტოგრაფი რეკავს და ამბობს, გაგიჟდები, რომ ნახო, ჭიქაშვილი რა დღეშია - მერაბ ჭიქაშვილი 

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე მსახიობ მერაბ ჭიქაშვილს უსმენენ.

მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ჯერ 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე, შემდეგ კი – პოლიციის სამმართველოში და რა ხდებოდა უშუალოდ საკანში გადაყვანამდე.

მერაბ ჭიქაშვილმა დეტალურად გაიხსენა საკანში შეყვანის ეპიზოდი.

„ვხედავ უკვე, რომ საკანთან ვარ, რა საკანია, დღემდე ვერ ვიხსენებ იმ საკანს, შემდეგ სხვა საკანში შემიყვანეს. უკვე რომ დავინახე საკანი, მესმის ხმა – ჭიქაშვილი არ შეაგდოთ „კამერაში“, ახლა მოვდივართ. მუხლებზე ვარ, ხელებშეკრული ძირს ვგდივარ. კიბეებზე ჩამოირბინა ჩვეულებრივ ფორმაში ახალგაზრდა ბიჭმა და იმ ცნობილმა ფოტოგრაფმა, მთელი აქციების განმავლობაში იყო ასეთი ფოტოგრაფი, ახალგაზრდა კაცი, შემზარავი პიროვნება, რომელიც გვიღებდა ყოველთვის ფოტოებს, ხან სახურავიდან, ხან საიდან და ეს ფოტოგრაფი კარგად ვიცოდით, რადგან ჩვენ მიმართ ის იყო ძალიან აგრესიული და მას რაღაც მასალები თუ ჰქონდა, არ ვიცი. ჩამორბის ახალგაზრდა კაცი, თავზე ნიღაბი უკეთია. მეუბნება: წამოდექი, ბიჭო, ფეხზე. მუხლებზე ვარ, წამოვიწიე. ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება: მიცანი, ბიჭო? კიდევ ერთხელ მაფურთხებს, ეს ფოტოგრაფი უღებს. მას ხელში ეჭირა „ქენონის“ ტიპის ფოტოაპარატი, რითიც ის ვიდეოებსაც იღებდა, მაშინ, ეტყობა, მობილურით არ იღებდა, მაგრამ ცალ ხელში მობილური ეჭირა ამ ფოტოგრაფს. ამ ყველაფერს იღებს, ვიცი, რომ ვიდეოს იღებს. მაფურთხებს, მეუბნება კიდევ, მიცანი, ბიჭო? ხმას არ ვიღებ, თვალებში ვუყურებ. საბოლოოდ, იწყებს ჩემს ცემას და მაგინებს, წიხლებით მცემს, უკვე დავვარდი, ვითიშები. შემდეგ ერთი პერიოდი ჩერდება და მეუბნება, ახლა ნახავ, შენ რა მოგივა. უცებ რაღაც პაუზაა და წესრიგდება, ნიღაბს იკეთებს, ალბათ ისევ უკან უნდა ავიდეს, ეს ფოტოგრაფი დგას, ვინც მიღებს, იღებს ტელეფონს და რეკავს: აუ, გაგიჟდები, ახლა რომ ნახო, ეს რა დღეშია, წვერებიანი ჭიქაშვილი, რა დღეშია, გაგიჟდები. ვისაც ელაპარაკება, აშკარად ახლობელია, მაგრამ მისი ზემდგომია.

 

ის იქიდან რაღაცას ეუბნება – დანარჩენები? დანარჩენებიც, მაგრამ ეს არ იცი, რა დღეშია, რას განახებ, არ იცი. შემდეგ ამბობს: აუ, ანახებ ხომ „პირველს?“ „პირველს“ ანახებ? მანდ არის „პირველი?“ ეს სიტყვა მახსოვს. კიდევ მიღებს და ასეთი გამომეტყველებით, ბინძური სახით ბოლოს ადის. აუ, ანახებ ხო? ახლა ნახეთ, რეებს განახებთ, და ეს კაცი ავიდა. შემაგდეს საკანში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, ვახო მენაბდე და ვაკო. რომ მეგონა, რომ რაღაც მორჩა, რადგან არც სასამართლოა, არაფერი არ ყოფილა, გაიყვანეს დათოც, ვახო მენაბდეც და უკვე დადგა დრო, რომ მე გამიყვანონ. ვერ ვხვდები, სად გავყავარ, გამომიყვანეს კორიდორში, სადაც ვხედავ სხვა დაკავებულ ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს, კონკრეტულად ჩვენი ორგანიზაციის წევრებს. საკნებიდან გამოჰყავთ სხვები – 400-იანები აქეთ დააყენეთ, ესენი – აქეთ და ჭიქაშვილი მანდ დატოვეთ, ცალკე მიგვყავს. დავინახე, რომ წინა საკნიდან გამოვიდა ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლის, გიორგი სიხარულიძე. შემომხედა, დამინახა, თვალი ჩამიკრა, გამამხნევა და მითხრა, გეხვეწები, გამაგრდიო. ამის გამო ეს ბიჭი ალბათ დღეს შშმ პირია, რადგან ხერხემლის და ხელის დაზიანება აქვს, ჩემ თვალწინ სცემეს სამაგალითოდ,“ – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

როგორც მერაბ ჭიქაშვილმა აღნიშნა, მის თვალწინ სცემეს ჟურნალისტი გოგონას, შემდეგ კი იმ პოლიციელს, რომელმაც ჟურნალისტი დაიცვა.

„ვუთხარი, თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს-მეთქი. მოდიან ადამიანები ნიღბებით, ჩემს თავს აძლევს და ეუბნება, შეათრიეთ სააპელაციოს ეზოში და თავში არ დაარტყათ, ბიჭო. სააპელაციოს ეზოში ბორდიურზე უკვე რამდენიმე ადამიანი იყო, სცემდნენ, და იქით წაიყვანეო. ამ წაყვანა-წაყვანაში რიგითობით პირველი დამსვეს, ამათ მომაშორეს და რომ მეგონა, თავში არ დამარტყამენ, ნიღბიანებმა ხუთივემ წიხლებით დამიწყო ცემა, პირიქით, თავში უფრო მირტყამდნენ. მირტყამენ, ვითიშები, აზრზე მოვდივარ, გვერდზე ჩემს მეგობრებს ვხედავ და ვცდილობ, ესენი არ ჩაერთონ, რადგან წამოდგა ერთი ბიჭი დასახმარებლად, სასულიერო პირია დღეს და მასაც სცემეს. მინდოდა, ეს არ მომხდარიყო, რადგან მქონდა და მაქვს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ პატარები იყვნენ, ახალგაზრდა ბავშვები იყვნენ. როგორია, რომ უყურებ, როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც, იციან, რომ ჟურნალისტია და როგორც სცემეს შემდეგ იმ პოლიციელს, ვინც ამ ჟურნალისტ გოგონას გადაეფარა, რომ შეიყვანა ე.წ. ჯიხურში?! სცემეს პოლიციელს – ბიჭო, რას აკეთებ შენ?! რას აკეთებ, დაიცავი გოგო?! და ეს გოგონა არის ანა გოჩაშვილი, რომელსაც მინდა, მადლობა ვუთხრა, რომ მაშინ იყო ჩვენთან ერთად და აშუქებდა“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

მან გაიხსენა ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და აღნიშნა, რომ სამი დღე საკანში წყალი არ მიეწოდებოდა.

როგორც ჭიქაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს და იქიდან უნდა უხდიდეს მკურნალობის ფულს იმ პატიმრებს, რომლებსაც მისი მმართველობის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა მოუწიათ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow