“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

სააგენტო "პარალელი" “საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი ცხოვრებიდან და მინიშნებებს აკეთებს მმართველი გუნდის მიმართ: “საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ჩემზე აღძრული იყო საქმე ფულის გათეთრების მუხლით, რაც საქმიან ურთიერთობებში კეთროვანების ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთერთი გავლენიანი სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ ვიყავი […] “საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი პარალელი

მაი. 14, 2025 - 21:27
 0
“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი ცხოვრებიდან და მინიშნებებს აკეთებს მმართველი გუნდის მიმართ:

საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია.

5 წლის განმავლობაში ვიყავი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ჩემზე აღძრული იყო საქმე ფულის გათეთრების მუხლით, რაც საქმიან ურთიერთობებში კეთროვანების ტოლფასია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთერთი გავლენიანი სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ ვიყავი პოლიტიკური თავშესაფარით და ფრანგები, გარდა ფორმალური დაცვისა, მართლა თავს მევლებოდნენ, მსოფლიოს ერთერთი პატარა ქვეყნის და ბოლო წლებში გაკოტრებული ხელისუფლების დევნის გამო ძალიან ბევრი სამართლებრივი და ეკონომიკური პრობლემა მექმნებოდა და ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე მომყვება მაშინდელი რეპუტაციული ზიანი.

წარმოდგენა არ აქვთ ამ იდიოტებს რა ჯოჯოხეთში შეყვეს თავი “MEGOBARI ACT”-ით სამუდამოდ და რამდენი ჩაითრიეს თან, ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა, გვიან მიხვდება ამ ყველაფერს. ქვეყანაზე აღარაფერს ვამბობ“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცნობისათვის: 14 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთი ღონისძიება დაპატიმრებით შეუცვალეს გირაოს გადაუხდელობის გამო.

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow