“საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო” – მიხეილ სააკაშვილი

სააგენტო "პარალელი" “საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებას აძლევს აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს: “პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო. ივანიშვილმა თავის დროზე სცადა ხელოვნურად პროვოცირება ჰააგაში ჩვენი სამხედროების მიმართ საქმის დაწყების, საქართველომ მოიგო და […] “საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

მარ. 28, 2025 - 04:27
 0
“საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო” – მიხეილ სააკაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებას აძლევს აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს:

პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო.

ივანიშვილმა თავის დროზე სცადა ხელოვნურად პროვოცირება ჰააგაში ჩვენი სამხედროების მიმართ საქმის დაწყების, საქართველომ მოიგო და ივანიშვილმა წააგო, ამიტომ ახლა რუსეთის დავალებით რევანშის აღებას ცდილობს ამ უბადრუკი კომისიით.

2008 წელს პარტნიორები მაფრთხილებდნენ, რომ წავსულიყავი ემიგრაციაში, სხვა შემთხვევაში პუტინი მომკლავდა, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია, არავინ არსად არ წასულა, რითაც გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ამით ვამაყობ.

რაც არ უნდა წყენები გქონდეს, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა “მე რა შუაში ვარ” პოზიციის დაკავება სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა. ყველა შუაშია, როცა საქართველოს ინტერესებს ეხება საქმე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow