“სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე მომავალი თვითმმართველობის არჩევნები” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სალომე ზურაბიშვილთან სატელეფო საუბრის შესახებ ავრელებს ინფორმაციას. მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებიც. “საუბარი მქონდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. მათ შორის, ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს შეიძლება ემყარებოდეს”, – წერს კოშტა სოციალურ […]

ივნ. 4, 2025 - 00:58
 0
“სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე მომავალი თვითმმართველობის არჩევნები” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სალომე ზურაბიშვილთან სატელეფო საუბრის შესახებ ავრელებს ინფორმაციას. მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის ც.
“საუბარი მქონდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. მათ შორის, ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს შეიძლება ემყარებოდეს”, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.
ს ირგვლივ შექმნილმა წინააღმდეგობის პლატფორმამ დღეს, 3 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, უცვლელი რჩება მოთხვნები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ოქტომბრამდე არ დაინიშნა, მაშინ პლატფორმა ითხოვს “ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას”.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწლეობის საკითხი განხილვის თემა მას შემდეგ გახდა, რაც “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია ემზადებიან “ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის”.
ამის შემდეგ, კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ “თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები”. კუპრაძის თქმით,“თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი”.
კუპრაძეს გამოეხმაურა კოალიციის თავმჯდომარე, , რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფება და ამ საკითხზე დეტალურად ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. თუმცა, დარწმუნებით თქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow