“სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი” – ირაკლი კობახიძე
სააგენტო "პარალელი" “სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი” – ირაკლი კობახიძე “სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება. კონკრეტული პარტიებიც დაუპირისპირეს მას“, – ასეთი შეფასება მისცა ჟურნალისტებთან კომენტარში მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით. ტვ “პირველის” ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვადაგასული პროდუქტია ის სალომე ზურაბიშვილი, რომლის [საარჩევნო] პლაკატზე თქვენი სურათი იყო გამოსახული და ხალხს ეხვეწებოდით, ხმა მიეცითო? […] “სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი” – ირაკლი კობახიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი” – ირაკლი კობახიძე
“სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება. კონკრეტული პარტიებიც დაუპირისპირეს მას“, – ასეთი შეფასება მისცა ჟურნალისტებთან კომენტარში მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.
ტვ “პირველის” ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვადაგასული პროდუქტია ის სალომე ზურაბიშვილი, რომლის [საარჩევნო] პლაკატზე თქვენი სურათი იყო გამოსახული და ხალხს ეხვეწებოდით, ხმა მიეცითო? ირაკლი კობახიძე პასუხობს:
„დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა თქვენ მაშინ აცხადებდით მას მოღალატედ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად იმიტომ, რომ თქვენი მედია არის ღალატის მედია და ახლაც აგრძელებს ღალატს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
“სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი” – ირაკლი კობახიძე
პარალელი
What's Your Reaction?






