სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში გაემგზავრა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა. მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

მარ. 24, 2025 - 11:27
 0
სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში გაემგზავრა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა.
მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow