“სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი–პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს” – პაატა მანჯგალაძე

სააგენტო "პარალელი" “სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი–პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს” – პაატა მანჯგალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აშშ-ში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრის მოლოდინებზე საუბრობს და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს “ბუნებრივია, მსოფლიო დღეს დიდი ყურადღებით ელოდება ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას, რადგან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური გარემო. რუსული იმპერია საუკუნეების განმავლობაში ცვლიდა ნიღბებს, მაგრამ არსით მუდამ ერთსა და იმავეს ნიშნავდა – მონობას, ომებს […] “სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი–პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

აგვ. 18, 2025 - 18:27
 0
“სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი–პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს” – პაატა მანჯგალაძე

სააგენტო "პარალელი"
“სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი–პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აშშ-ში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრის მოლოდინებზე საუბრობს და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს

ბუნებრივია, მსოფლიო დღეს დიდი ყურადღებით ელოდება ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას, რადგან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური გარემო.

რუსული იმპერია საუკუნეების განმავლობაში ცვლიდა ნიღბებს, მაგრამ არსით მუდამ ერთსა და იმავეს ნიშნავდა – მონობას, ომებს და სისხლიან დაპყრობებს.

ბოლო ორასი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაიშალა ეს იმპერია და ყოველი დაშლისას საქართველო თავისუფლდებოდა და ძლიერდებოდა.

ასე იქნება დღესაც: იმპერიის დასუსტება ნიშნავს ჩვენი თავისუფლების განმტკიცებას.

სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი–პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს.

დღეს ჩვენს წინაშე დგას ყველაზე მთავარი ამოცანა – ეროვნული ერთიანობა და მობილიზაცია ისე, როგორც არასდროს. მხოლოდ ასე შევძლებთ მივაღწიოთ ჩვენს საუკუნეების მიზანს- საქართველო იყოს თავისუფალი, დაცული, ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი–პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow