სამსახურიდან გაუშვეს რუსი ჩინოვნიკი, რომლის ქალიშვილი მეგობარს ფრონტზე გაგზავნით დაემუქრა
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ნიუკსენსკის მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელი იულია შევცოვა თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი მეგობარ ბიჭს დაემუქრა უკრაინაში საომრად გაგზავნით. ამ დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელდა შევცოვას 19 წლის ქალიშვილის ვიდეო, რომელშიც მეგობარზე გაბრაზებული გოგო ემუქრება, რომ დედამისი მერია და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გაგზავნიან“. რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს. 20 მაისს, ვოლგოგრადის ოლქის...

What's Your Reaction?






