“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო” – ნანკა კალატოზიშვილი
სააგენტო "პარალელი" “სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო” – ნანკა კალატოზიშვილი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს UFC-ის ქართველი მებრძოლის, ჩემპიონ მერაბ დვალიშვილის მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებით: ,,მერაბ დვალიშვილი: მეპურემ თავის საქმე აკეთოსოც – ჩვენმა საამაყო ჩემპიონმა. მეც მანდ ვარ, ძალოსანი სპორტიდან ტიტუშკობამდე არ უნდა დადიოდნენ და ზუსტად ამიტომ მოგწერეთ ადრე, რომ სპორტსმენებისთვის იქნებ მიგემართათ, როცა ამხელა შრომას დებთ, არ უნდა ამცირებდნენ […] “სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო” – ნანკა კალატოზიშვილი ნინი ხიჯაკაძე

სააგენტო "პარალელი"
“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო” – ნანკა კალატოზიშვილი
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს UFC-ის ქართველი მებრძოლის, ჩემპიონ მერაბ დვალიშვილის მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებით:
,,მერაბ დვალიშვილი: მეპურემ თავის საქმე აკეთოსოც – ჩვენმა საამაყო ჩემპიონმა.
მეც მანდ ვარ, ძალოსანი სპორტიდან ტიტუშკობამდე არ უნდა დადიოდნენ და ზუსტად ამიტომ მოგწერეთ ადრე, რომ სპორტსმენებისთვის იქნებ მიგემართათ, როცა ამხელა შრომას დებთ, არ უნდა ამცირებდნენ თქვენი სპორტის სახეობებს და ქუჩაში ხალხზე ძალადობამდე არ უნდა დაჰყავდეთ.
არც არა რუსული კანონის თქმას გთხოვდით იმ წერილში. უბრალოდ მიმართვას, როგორც კაცს, როგორც ძალოსანი სპორტის წარმომადგენელს, რომელსაც მოძალადე ტიტუშკად ქცეული ”სპორტსმენები” მეგონა უფრო შეისმენდნენ, ვიდრე ჩემსას.
სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო“. წარმატებები”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი
ინფორმაციისთვის: მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოში ჩამოვიდოდა, თუ დაესწრებოდა ერთ-ერთი აქტივისტი პატიმრის სასამართლო პროცესს, რომელიც მისი გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, უპასუხა, რომ “მეპურემ პური უნდა აცხოსო“, ხოლო თავად სპორტსმენი იყო და გააკეთებდა იმას, რაც კარგად იცის.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო” – ნანკა კალატოზიშვილი
ნინი ხიჯაკაძე
What's Your Reaction?






