,,სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა” – კახა კალაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე: ,,სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა და ერთ ადამიანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. შევთავაზეთ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, […] The post ,,სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა” – კახა კალაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე appeared first on .

ივლ. 15, 2025 - 00:27
 0
,,სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა” – კახა კალაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე:

,,სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა და ერთ ადამიანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. შევთავაზეთ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. ამას, სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი თქვეს“

The post ,,სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა” – კახა კალაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow