სამხრეთ კავკასიას პარტნიორობის ხელშესაწყობად უზარმაზარი პოტენციალი აქვს, საქართველო მზადაა, ნებისმიერ დონეზე დაიწყოს საუბარი, უამრავი თემაა, რაზეც უნდა ვითანამშრომლოთ - მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა  ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენს რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად გვჭირდება მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა რეგიონში. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივესალმებით შეთანხმებას მშვიდობის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მჯერა, ეს დიდი მიღწევაა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ტრადიციულად განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა, რომელიც საქართველოს აქვს ორივე მეზობელთან – სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანთან ათწლეულების განმავლობაში გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება მეგობრობას და ძალიან კარგ თანამშრომლობას. ეს არის ძალიან ძლიერი აქტივი, რომელიც გვაქვს რეგიონში. სომხეთთან ასევე გვაქვს ტრადიციულად ძალიან კარგი ურთიერთობა, რომელიც ახლახან განახლდა სტრატეგიულ პარტნიორობამდე. ეს ასევე ძალიან დიდი აქტივია, რომელიც საქართველოს აქვს ამ სიტუაციაში. ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. ამიტომაც, ყოველთვის ვამბობთ და აქაც გავიმეორებ, რომ საქართველო არის ადგილი, რომელსაც როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს შეუძლიათ, დაეყრდნონ და იგრძნონ, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა შესაძლო საშუალებას დიალოგის ხელშესაწყობად ჩვენს რეგიონში, თანამშრომლობის ხელშესაწყობად ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიას აქვს უზარმაზარი რეგიონული პოტენციალი სხვადასხვა პარტნიორობის ხელშესაწყობად და უფრო ფართო მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობის წვლილის შესატანად. „ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ვიპოვოთ საერთო თემები, საერთო საკითხები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია რეგიონში და დავიწყოთ ამაზე საუბარი. ვფიქრობ, ეს არსებითია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე. საქართველო ყოველთვის მზადაა, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე დავიწყოთ და ხელი შევუწყოთ საუბარს. უამრავი თემაა, რაზეც უნდა ვითანამშრომლოთ, რაც უნდა განვიხილოთ ერთმანეთთან. ჩვენ ვხედავთ ორივე მხრიდან პოლიტიკური ნებას, განზრახვას, რაც არსებითია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად. მე არ გამოვრიცხავდი საქართველოს და არ მოვათავსებდი საქართველოს მხოლოდ როგორც ქვეყანას, რომელიც შუაშია, რომელიც ესაუბრება სომხეთს ან ესაუბრება აზერბაიჯანს და ცდილობს, მხოლოდ შუამავლის როლი ითამაშოს. ეს ჩვენი ცხოვრებაც არის და მიგვაჩნია, რომ ჩვენც ვართ ამ პროცესის ნაწილი თანაბარ დონეზე, რადგან ეს ჩვენი საერთო ინტერესია, ხელი შევუწყოთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კარგ თანამშრომლობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აპრ. 12, 2025 - 16:27
 0
სამხრეთ კავკასიას პარტნიორობის ხელშესაწყობად უზარმაზარი პოტენციალი აქვს, საქართველო მზადაა, ნებისმიერ დონეზე დაიწყოს საუბარი, უამრავი თემაა, რაზეც უნდა ვითანამშრომლოთ - მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა  ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენს რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად გვჭირდება მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა რეგიონში. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივესალმებით შეთანხმებას მშვიდობის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მჯერა, ეს დიდი მიღწევაა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ტრადიციულად განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა, რომელიც საქართველოს აქვს ორივე მეზობელთან – სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანთან ათწლეულების განმავლობაში გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება მეგობრობას და ძალიან კარგ თანამშრომლობას. ეს არის ძალიან ძლიერი აქტივი, რომელიც გვაქვს რეგიონში. სომხეთთან ასევე გვაქვს ტრადიციულად ძალიან კარგი ურთიერთობა, რომელიც ახლახან განახლდა სტრატეგიულ პარტნიორობამდე. ეს ასევე ძალიან დიდი აქტივია, რომელიც საქართველოს აქვს ამ სიტუაციაში. ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. ამიტომაც, ყოველთვის ვამბობთ და აქაც გავიმეორებ, რომ საქართველო არის ადგილი, რომელსაც როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს შეუძლიათ, დაეყრდნონ და იგრძნონ, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა შესაძლო საშუალებას დიალოგის ხელშესაწყობად ჩვენს რეგიონში, თანამშრომლობის ხელშესაწყობად ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიას აქვს უზარმაზარი რეგიონული პოტენციალი სხვადასხვა პარტნიორობის ხელშესაწყობად და უფრო ფართო მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობის წვლილის შესატანად.

„ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ვიპოვოთ საერთო თემები, საერთო საკითხები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია რეგიონში და დავიწყოთ ამაზე საუბარი. ვფიქრობ, ეს არსებითია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე. საქართველო ყოველთვის მზადაა, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე დავიწყოთ და ხელი შევუწყოთ საუბარს. უამრავი თემაა, რაზეც უნდა ვითანამშრომლოთ, რაც უნდა განვიხილოთ ერთმანეთთან. ჩვენ ვხედავთ ორივე მხრიდან პოლიტიკური ნებას, განზრახვას, რაც არსებითია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად. მე არ გამოვრიცხავდი საქართველოს და არ მოვათავსებდი საქართველოს მხოლოდ როგორც ქვეყანას, რომელიც შუაშია, რომელიც ესაუბრება სომხეთს ან ესაუბრება აზერბაიჯანს და ცდილობს, მხოლოდ შუამავლის როლი ითამაშოს. ეს ჩვენი ცხოვრებაც არის და მიგვაჩნია, რომ ჩვენც ვართ ამ პროცესის ნაწილი თანაბარ დონეზე, რადგან ეს ჩვენი საერთო ინტერესია, ხელი შევუწყოთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კარგ თანამშრომლობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow