სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ქუთაისში გაიმართა. „ბათუმმა“ ქუთაისის „აია“ 14:10 დაამარცხა და კვლავ, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. პირველი ტაიმი „აიამ“ 10:9 მოიგო. მეორე ტაიმი ბათუმელებმა უკეთესად ჩაატარეს და ერთ-ერთი შეტევის დროს სერგი ჩხაიძემ ლელოს დადებაც მოახერხა, რამაც კლუბს გამარჯვება მოუტანა.

მაი. 11, 2025 - 20:27
 0
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ქუთაისში გაიმართა.

„ბათუმმა“ ქუთაისის „აია“ 14:10 დაამარცხა და კვლავ, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. პირველი ტაიმი „აიამ“ 10:9 მოიგო. მეორე ტაიმი ბათუმელებმა უკეთესად ჩაატარეს და ერთ-ერთი შეტევის დროს სერგი ჩხაიძემ ლელოს დადებაც მოახერხა, რამაც კლუბს გამარჯვება მოუტანა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow