სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რეალიზაციის მიზნით უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. „სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოიღეს გასაღების მიზნით, რამდენიმე ათეულ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“ და „ჰეროინი“. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინათ, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აპრ. 8, 2025 - 15:57
 0
სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რეალიზაციის მიზნით უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს.

„სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოიღეს გასაღების მიზნით, რამდენიმე ათეულ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“ და „ჰეროინი“.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინათ, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow