სასამართლოსთან 3 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის "წყლის ჭავლზე მოხტუნავე" სალომე კენჭიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, სამი ადამიანი დააკავეს. სხდომის გამო დილიდან ჩაკეტილია სასამართლოს ეზო და შეზღუდულია შენობაში პირთა შესვლა და მედიის მუშაობა. დაკავებულთაგან ორნი არიან ქალი აქტივისტები, სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია. მესამე, რომელიც აქტივისტი ქალების დაკავებამდე დააკავეს სასამართლოს ეზოსთან, არის კაცი, რომლის ვინაობაც რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. სალომე კენჭიაშვილისა და ალბი კორძაიას სავარაუდო...

What's Your Reaction?






