სასტიკი მკვლელობა ახმეტაში – რას ჰყვებიან ადგილობრივები 32 წლის კაცზე, რომელიც საკუთარ სახლთან მოკლეს
სასტიკი მკვლელობა ახმეტაში – 32 წლის კაცი საკუთარ სახლთან მოკლეს. ემიგრაციიდან დაბრუნებული აჩიკო ჯაბანაშვილი, სავარაუდოდ, ფულის გამო მოკლეს. ორი ტყვია ჯაბანაშვილს გულში, ერთი კი სახეში აქვს მოხვედრილი. გარდაცვლილი ქუჩაში დედამ იპოვა. “მე ვნახე ჩემი შვილი პირველმა, 4-5 ტყვია მოახვედრეს“, -ეუბნება „პირველებს“ მოკლულის დედა. ახმეტაში “პირველებს“ უყვებიან, რომ მკვლელი დანაშაულის ჩადენის მომენტში მარტო არ ყოფილა. მას მინიმუმ ორი თანამზრახველი ჰყავდა. ახალი ჩამოსული […] The post სასტიკი მკვლელობა ახმეტაში – რას ჰყვებიან ადგილობრივები 32 წლის კაცზე, რომელიც საკუთარ სახლთან მოკლეს appeared first on .

სასტიკი მკვლელობა ახმეტაში – 32 წლის კაცი საკუთარ სახლთან მოკლეს.
ემიგრაციიდან დაბრუნებული აჩიკო ჯაბანაშვილი, სავარაუდოდ, ფულის გამო მოკლეს. ორი ტყვია ჯაბანაშვილს გულში, ერთი კი სახეში აქვს მოხვედრილი. გარდაცვლილი ქუჩაში დედამ იპოვა.
“მე ვნახე ჩემი შვილი პირველმა, 4-5 ტყვია მოახვედრეს“, -ეუბნება „პირველებს“ მოკლულის დედა.
ახმეტაში “პირველებს“ უყვებიან, რომ მკვლელი დანაშაულის ჩადენის მომენტში მარტო არ ყოფილა. მას მინიმუმ ორი თანამზრახველი ჰყავდა.
ახალი ჩამოსული იყო ემიგრაციიდან. რა გარჩევის ამბავი იყო, თავისი წარსული ჰქონდა, გადაგდების ამბავი იყო, რა იყო, არ ვიცი,-ამბობს ადგილობრივი.
გავიგე სროლის ხმა, ახლოს ვცხოვრობ, ალბათ-4 ან მეტი სროლა იქნებოდა. დილის 7 საათზე გავიგე, რომ დაიღუპაო. მიზეზი არაფერი ვიცი,- ამბობს მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საშიში დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია.
19 აპრილის ღამეს, ახმეტაში ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს საკუთარ სახლთან ესროლეს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ აჩიკო ჯაბანაშვილი ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
The post სასტიკი მკვლელობა ახმეტაში – რას ჰყვებიან ადგილობრივები 32 წლის კაცზე, რომელიც საკუთარ სახლთან მოკლეს appeared first on .
What's Your Reaction?






