“სასწრაფოს ბრიგადას სამივე გარდაცვლილი დახვდა” – ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგონების ვინაობა
ტრაგედია დატრიალდა გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ბმს”-ში გადაიყვანა. დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მეგი ჯაიანი, სალომე გორგაძე და ანა მახარაძე. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი […] The post “სასწრაფოს ბრიგადას სამივე გარდაცვლილი დახვდა” – ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგონების ვინაობა appeared first on .

ტრაგედია დატრიალდა გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ბმს”-ში გადაიყვანა.
- დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მეგი ჯაიანი, სალომე გორგაძე და ანა მახარაძე. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ხოლო ამის შემდეგ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
“დიდი ტრაგედია დატრიალდა. სამი ულამაზესი გოგონა დავკარგეთ. ავტომობილით გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახნენ. სასწრაფოს ბრიგადას სამივე გოგონა დაღუპული დახვდა. მათთან ერთად ორი ბიჭი იყო, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი” – ჰყვებიან თვითმხილველები.(ამბები.ჯი)
ფოტოზე: მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე, სალომე გორგაძე
The post “სასწრაფოს ბრიგადას სამივე გარდაცვლილი დახვდა” – ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგონების ვინაობა appeared first on .
What's Your Reaction?






